საშუალოვადიან პერიოდში საბიუჯეტო შემოსულობების პროგნოზული გათვლებისას, გათვალისწინებულ იქნა ფისკალურ სფეროში გასატარებელი ღონისძიებებიდან გამომდინარე მოსალოდნელი ცვლილებები და მის მიერ გამოწვეული შესაძლო შედეგები.
პროგნოზული გათვლებით, 2019 წლისთვის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლის წილი მშპ-სთან 27.4%-ის, ხოლო გადასახადების წილი 24.8%-ის დონეზე იქნება. 2020-2022 წლების ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი მშპ-ს მიმართ საშუალოდ 26.8%, ხოლო საგადასახადო შემოსავლების წილი საშუალოდ 24.5%-ის დონეზეა ნავარაუდევი.
2019 წელს ნაერთი ბიუჯეტის სხვა შემოსავლების წილი მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ სავარაუდოდ 1.9%-ს გაუტოლდება, ხოლო არაფინანსური და ფინანსური აქტივების რეალიზაციიდან მისაღები თანხების მოცულობა მშპ-თან მიმართებაში შესაბამისად 0.3 და 0.2 პროცენტი იქნება.