2019 წლის ბიუჯეტი ფინანსთა სამინისტრომ 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე დაგეგმა. ბიუჯეტის პირველადი პროექტის კონსერვატიული მიდგომით დაგეგმვა სამინისტრომ რეგიონში მიმდინარე ეკონომიკური ვითარების ფონზე გადაწყვიტა.
სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ პირველადი პროექტის გადამუშავების შემდეგ მშპ-ს ზრდის მაჩვენებელი გადაიხედოს.
ბიუჯეტის დეფლატორი 3.5%-ი იქნება, 2018 წლის 4.5%-ის შემდეგ, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში ინფლაცია 3%-ის ფარგლებშია. საბიუჯეტო დეფიციტი კი 2.8%-დან 2.6%-მდე მცირდება.
რაც შეეხება ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებს, 2018 წლის ბიუჯეტის პირველად პროექტთან შედარებით 1 მლრდ ლარით იზრდება, 11.2 მლრდ ლარამდე.
ასევე იზრდება საგადასახადო შემოსავლები 10.26 მლრდ-დან 10.5 მლრდ ლარამდე იზრდება.
ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტის მოცულობა 12.729 მლრდ ლარი იქნება (+270 მლნ ლარი). ამასთან ცვლილება შედის ადგილობრივი ბიუჯეტების დაფინანსების სტრუქტურაში კერძოდ 700 მლნ ლარი აღარ შევა სახელმწიფო ბიუჯეტში და დარჩება თვითმმართველობებს.
კერძოდ ცვლილება ეხება დღგ-ს. დამატებული ღირებულების გადასახადი 19%-ი რჩება ადგილობრივ ბიუჯეტებში, რის გამოც სახელმწიფო ბიუჯეტში დღგ 4.036 მლრდ ლარზეა გათვლილი. (რეალურად დღგ-თი აკუმულირებული თანხები 4.982 მლრდ იქნება).