ქუთაისში, საფიჩხიეს სასაფლაოს ტერიტორიაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 45 წლის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. მას თავის არეში ორი ტყვია აქვს ნასროლი.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გვიანობამდე მიმდინარეობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.