არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე, მცხეთის რაიონული სასამართლო ბრალდებულების მიმართ აღკვეთი ღონისძიების გადასინჯვასა და მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობს.
ტატუნაშვილის წამებასა და მკვლელობაში ბრალდებული პირები ახალგორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებიან. პროკურორის, დავით ყაზარაშვილის ინფორმაციით, დავით გურწიევი და ალიკ ტაბოევი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ გადმოდიან.
ტატუნაშვილების ოჯახის ადვოკატის განცხადებით, გამოძიების ეტაპზე, მათ რუსეთის ფედერაციას მიმართეს, თუმცა რუსეთმა პასუხისმგებლობა აიცილა და საქმით არ დაინტერესდა, რაც შეეხება ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის პოზიციას, ადვოკატის თქმით, ოსეთის პროკურატურაში აცხადებენ, რომ მომხდარი უბედური შემთხვევა იყო.
არჩილ ტატუნაშვილის წამებით მკვლელობაში ბრალდებულები წითელი ცირკულარით იძებნებიან.