რამდენიმე დღეში ბათუმი Agro Batumi 2018-ს უმასპინძლებს. მე-8 საერთაშორისო აგრო-სასურსათო პროდუქციის და ტექნოლოგიების გამოფენა/გაყიდვა 12-14 ოქტომბერს, ბათუმის სპორტულ ცენტრში ჩატარდება.
ღონისძიების ორგანიზატორი კომპანია GEONET EXPO-ა. როგორც GEONET EXPO-ში განმარტავენ, Agro Batumi-ი წლიდან წლამდე უფრო მიმზიდველი ხდება კომპანიებისათვის. ამ დროისათვის Agro Batumi 2018-ში მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვა 40-მდე კომპანიამ, თუმცა გამოფენაში მონაწილეობის მსურველი კომპანიების რეგისტრაცია კვლავ გრძელდება.
GEONET EXPO-ს ინფორმაციით, Agro Batumi 2018-ში მონაწილეობას მიიღებენ კომპანიები საქართველოდან, თურქეთიდან, ჰოლანდიიდან, პოლონეთიდან და უკრაინიდან.
გამოფენის მიმდინარეობისას იგეგმება სარეკლამო და საინფორმაციო ტურები, პრეზენტაციები, შეხვედრები მასმედიის წარმომადგენლებთან.
გამოფენაში მონაწილე კომპანიებს სამი დღის განმავლობაში საშუალება ეძლევათ საკუთარი პროდუქცია ფართომომხმარებლებს გააცნონ და ამავდროულად რეკლამირებაც გაუწიონ.