27 სექტემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6165 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6199 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.34 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0652 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0794 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.42 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4323 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 3.4381 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 28 სექტემბერიდან შევა ძალაში.