2018 წლის აგვისტოში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა 12,6 ათასი ტონა შეადგინა, რაც 0,8 ათასი ტონით აღემატება ივლისის თვის მაჩვენებელს (11,8 ათასი ტონა). აქედან იმპორტის მთელი ოდენობა მოდის ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე.
მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 58,1 ათასი ტონა, რაც 10,0 ათასი ტონით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (68,1 ათასი ტონა).
2018 წლის აგვისტოს თვეში საქართველოში გათხევადებული აირების პროპან-ბუტანის ნაერთის (LPG) იმპორტმა შეადგინა 1,4 ათასი ტონა, რაც 0,2 ათასი ტონით ნაკლებია ივლისის თვის მაჩვენებელთან (1,6 ათასი ტონა) შედარებით.
მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს თვეებში გათხევადებული აირების პროპან-ბუტანის ნაერთის (LPG) იმპორტმა შეადგინა 9,2 ათასი ტონა, რაც 1,2 ათასი ტონით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (10,4ათასი ტონა).