აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ თინა ზოიძემ ტერნოპოლის ოფიციალურ დელეგაციასთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საუბარი აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეეხო.
ტერნოპოლის საოლქო საბჭოს დელეგაცია აჭარის საინვესტიციო კლიმატით და ქვეყანაში მოქმედი საგადასახადო რეგულაციებით დაინტერესდა. საუბარი აჭარის ტურისტულ პოტენციალს და სამომავლო პერსპექტივებს შეეხო.
მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და ტურისტული მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობაზე იმსჯელეს
შეხვედრას აჭარის ა.რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ხვიჩა შარაშიძე და სამინისტროს საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსი ვახო ჭეიშვილი ესწრებოდა.
ტერნოპოლის დელეგაცია საოლქო საბჭოს დეპუტატის სერგეი შვეცის ხელმძღვანელობით აჭარას ხვალ დატოვებს.