19 სექტემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6179 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6188 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.09 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.0606 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0593 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.13 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4156 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.4517 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 20 სექტემბერიდან შევა ძალაში.