აჭარა ტურისტული პოტენციალის გარდა ფრინველებზე დაკვირვებისთვისაც საინტერესო მიმართულება ხდება. 16 ოქტომბრამდე აჭარას ფრინველთა მრავალი სახეობა გადაუფრენს, რასაც რეგიონში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული მეცნიერი აკვირდება.
შავი ზღვის სანაპირო, კერძოდ, ბათუმის შემოგარენი, "აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფნის" სახელითაა ცნობილი, სადაც ყოველწლიურად 1 000 000-ზე მეტი გადამფრენი მტაცებელი ფრინველი აღირიცხება. მათგან ნახევარ მილიონზე მეტი არის კრაზანაჭამია, სხვა დანარჩენი კი ძერა, ძელქორი და სხვა სახეობის მტაცებლები. ჯამში, აჭარის თავზე მილიონზე მეტი, 35 სახეობის მტაცებელი ფრინველი გადაიფრენს. შედეგად, აჭარა მსოფლიოში მტაცებელ ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთ უდიდეს კორიდორად ითვლება და ის, მსოფლიოში მესამე ადგილზეა, რის გამოც რეგიონი ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ ტურისტსა და ამ დარგით დაინტერესებულ მეცნიერს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.
ფრინველებზე დაკვირვებისათვის იყენებენ: ჭოროხის დელტა, სოფელი ჩაისუბანი, სოფელი სახალვაშო, ბათუმის ზღვისპირა პარკი, ნავსადგური და კოლხეთის ეროვნული პარკი.
„ფრინველებზე დაკვირვება საქართველოში 2007 წელს დავიწყეთ. ვინაიდან ბოსფორი მნიშვნელოვანი ლოკაციაა, მანამდე ამ მიზნით სტამბოლში ვიმყოფებოდით. იმ ქვეყნებთან შედარებით, სადაც აქამდე ვიმყოფებოდით, ბათუმში ყველაზე მეტი, ფრინველი აღმოვაჩინეთ, რაც ამ რეგიონს უნიკალურს ხდის. ფრინველებს ძალიან რთული და საინტერესო ცხოვრება აქვთ, ამჯერად ისინი გამოსაზამთრებლად აფრიკაში მიემართებიან. მათ გადაადგილებაზე დამკვირვებლებისთვის აჭარა ტროპიკული სამოთხეა, აქ ძალიან ბევრ შთაბეჭდილებას იღებ, თითქოს რეალობას წყდები და ხალხიც საოცრად მეგობრულია”, აცხადებს ფრინველებზე დამკვირვებელი იოჰანეს იანსონი.
ფრინველებზე დაკვირვების პლატფორმებთან ადგილობრივებს საოჯახო სასტუმროები აქვთ მოწყობილი, რომელთა რაოდენობამ ჯამში 30-ს მიაღწია. თითოეულ გესთჰაუსს მისი მეპატრონის სახელი ქვია, ამ გზით ტურისტები სასურველ სასტუმროს უფრო მარტივად პოულობენ. ფრინველებზე დამკვირვებლები რეგიონში საშუალოდ 15 დღეს რჩებიან. ერთი ღამის საფასური სამჯერადი კვებით 15-დან 20 ევრომდე მერყეობს. სეზონზე ჯამში ვიზიტორების 2500-მდე ღამის თევა დაფიქსირდა.
ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი, რომელიც ეკოტურიზმის ერთ-ერთ პოპულარულ მიმართულებად იქცა, აჭარაში უდიდეს პოტენციალს ფლობს.
„საქართველოში პირველად ვარ, ძალიან მინდოდა აქ ჩამოსვლა, რადგან მსმენია, რომ ფრინველებზე დასაკვირვებლად კარგი ადგილია. ვფიქრობ ქართველები უნდა ამაყობდეთ ამ მიდამოებით, მით უფრო რომ ეს ყველაფერი ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს. ფრინველებზე დაკვირვება ძალიან საინტერესოა, თუ მათი ცხოვრებით ხარ გატაცებული. ეს შესაძლებლობაა, აღმოაჩინო ძალიან მომხიბვლელი სამყარო”, განმარტავს ფრინველებზე დამკვირვებელი დეივიდ ლინდო.
საქართველოში გადაფრენისას ფრინველები კოლხეთის ჭაობებში ჩერდებიან. მეორე სამიგრაციო გზა კი ჯავახეთის ზეგანზე გადის. გადამფრენ ფრინველთა სამიგრაციო გზებზე აუცილებლად უნდა იყოს ჭაობები, ტბები და ზღვის სანაპირო, სადაც ისინი შეძლებენ შესვენებას და საკვების მოპოვებას. გადამფრენი ფრინველების დასვენების და გამოზამთრების ადგილების განადგურება, მაგალითად ჭაობების დაშრობა დიდ საფრთხეს უქმნის ფრინველებს. გადამფრენი ფრინველები შორს მანძილზე დაფრინავენ. ფრინველებეზე დაკვირვება ძალიან მნიშვმელოვანია.
გადამფრენი ფრინველები ძირითადად, რუსეთის ტყეებიდან მოფრინავენ და ყაზახეთიდან, საქართველოს და ისრაელის გავლით საჰარას უდაბნოს სამხრეთ რეგიონებისკენ მიფრინავენ.
ბრაკონიერების უკანონო ნადირობა დიდ საფრთხეს უქმნიან გადამფრენ ფრინველებს. მათი დაცვის მიზნით სახელმწიფოებმა, რამდენიმე საერთაშორისო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. მათ შორისაა კონვენცია ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის შესახებ მთელს მსოფლიოში. ამ შეთანხმებით რომელსაც ხელი მოეწერა ირანის ქალაქ რამსარში 1971 წელს, რომლითაც სახელმწიფოებმა აიღეს ვალდებულება მათ ტერიტორიაზე არსებული ჭარბტენიანი ტერიტოერიების დაცვის შესახებ, ტერიტორიები, სადაც გადამფრენი ფრინველები ისვენებენ და იზამთრებენ. საქართველოში საერთაშორისო მნიშვნელოვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიებია კოლხეთის ეროვნული პარკი და ქობულეთის დაცული ტერიტორიები. 1995 წელს სახელმწიფოებმა კიდევ ერთ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ეს გახლავთ ხელშეკრულება აფრიკა-ევრაზიის მიგრირებადი წყლის ფრინველების დაცვის შესახებ. ხელშეკრულების მიზანია ისეთი ფრინველების დაცვა, რომლებიც დამოკიდებული არიან ჭარბტენიან ადგილებზე. ასეთი ადგილების შენარჩუნება სამიგრაციო გზებზე მდებარე ყველა სახელმწიფოს ვალდებულებაა.
ფრინველების გადაადგილების შესასწავლად გამოიყენება დარგოლვა. სხვადასხვა სახეობის ფრინველს გააჩნია თავისი ზომის რგოლი. წარწერა არის ინდივიდუალური. ფერად რგოლებსაც იყენებენ, რადგან ფერადი უფრო ხილვადია. თუმცა პოპულარული არ არის. ფერად რგოლებს იყენებენ, რომ ფრინველი ცაში დაკვირვებისას იყოს ხილვადი და შეისწავლონ ფრინველების ქცევები. აჭარაში ფრინველების დარგოლვა ხდება ჭოროხის დელტაზე, სადაც გასულ წლამდე პრობლემა იყო ნადირობა. თუმცა გასული წლიდან არსბეულ ტერიტორიაზე ნადირობა აიკრძალა, რამაც ხელი შუეწყო გარკვეული ფრინველების სახეობების მომრავლებას.
ისინი დაფრინავენ ვ ფორმით, ყველა წინა ფრინველი ჭრის გზას უკანა ფრინველისთვის და უადვილებს ფრენას, წინა ფრინველი პერიოდულად იცვლება და მის ადგილს სხვა იკავებს.
დღეში შეუძლიათ რამოდენიმე ასეული კილომეტრის გავლა, მანძილი ინდივიდუალურად სახეობების მიხედვით განსხვავდება. 100 კმ საათი სიჩქარით შეუძლია ბევრ სახეობას ფრენა. ფრინველებს იზიდავთ ჩრდილოეთში ის რომ ზაფხულში დღე არის ძალიან გრძელი. ფრინველს აქვს უფრო მეტი დრო რომ კვებონ ბარტყები და უფრო ნაკლები მტაცებლები არიან. ფრინველები იკარგებიან კიდეც და მათ ქარწაღებულებს უწოდებენ. ხშირად ოკეანეების გადაფრენისას ქარიშხალში ხვდებიან, ჯგუფებიც კი იკარგებიან. ამიტომ არის შემთხვევები ევროპული სახეობის ფრინველი ამერიკაში გვხვდება და პირიქით.
მსოფლიოში მსგავსი მასშტაბების სულ რამდენიმე ადგილია, პირველ ადგილზეა ამერიკა, მეორეზე მექსიკა და მესამეზე სიდიდით არის ბათუმის ძაბრი მტაცებელი ფრინველებისთვის.
ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი აჭარაში 2012 წლიდან ტარდება და აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმის განვითარებასთან ერთად, ხელს უწყობს ადგილობრივების ეკონომიკურ კეთილდღეობასა და გადამფრენ, მტაცებელ ფრინველთა კონსერვაციას. ფესტივალი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება.