14 სექტემბერს, 12:00 საათზე, თიბისი ბანკის სათავო ოფისში, სუპერმარკეტების ქსელის „ნიკორა ტრეიდის“ მიერ 25 მილიონი ლარის ობილიგაციების გამოშვების შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება.
პრესკონფერენციას გაუძღვებიან ობლიგაციების გამოშვებასა და განთავსებაში ჩართული მხარეები: თიბისი კაპიტალის, თიბისი ბანკის, ნიკორა ტრეიდისა და EBRD-ის წარმომადგენლები.