ჯგუფ „TAS“-ის დამფუძნებელი და აქციონერი სერგეი ტიგიპკო კიდევ ერთი ბანკისა და სადაზღვეო ბანკის ყიდვას გეგმავს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სერგეი ტიგიპკომ კიევში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე გააჟღერა.
„განვიხილავთ კიდევ ერთი ბანკის შეძენას, ვგეგმავთ ასევე კიდევ ერთი სადაზღვეო კომპანიის შემოერთებასაც. ვყიდულობთ მას, რაც სინერგიას გვაძლევს“, აღნიშნა სერგეი ტიგიპკომ.