საქართველო არა მარტო ჩვენს რეგიონში, შეიძლება ითქვას, აღმოსავლეთ ევროპაშიც კი იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გააკეთებს ამ ახალი თაობის ციფრული საბაჟოს იმპლემენტაციას, – ასეთ შეფასებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ციფრული საბაჟოს პროექტზე აკეთებს.
როგორც მამუკა ბახტაძე განმარტავს, მალე საქართველოს ექნება ახალი საბაჟო კოდექსი, რომელიც ყველა გამოწვევას უპასუხებს.
„სიახლე გვაქვს საბაჟო კოდექსთან დაკავშირებით. ორი დღის წინ გვქონდა ახალი საბაჟო კოდექსის პრეზენტაცია. მე განვაცხადე პარლამენტში, რომ ეს არის პოლიტიკური ვალდებულება, რომელიც ჩვენ ავიღეთ. საქართველოს ექნება ისეთი საბაჟო კოდექსი, რომელიც პასუხობს გამოწვევებს, რაც დღეს გვაქვს. ეს იქნება ევროპული სტანდარტების საბაჟო კოდექსი, რომელიც რამდენიმე თვის შემდეგ შევა ძალაში. მნიშვნელოვნად გამარტივდება ისეთი საბაჟო პროცედურები, როგორიც არის სასაზღვრო ფორმალობები, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი, რეექსპორტის პროცედურების მაქსიმალურად გამარტივება. იმპორტის გადასახადის დაბრუნება, პროცედურის მფლობელის დეფინიციის შემოტანა, დეკლარირების მარტივი ელექტრონული ფრომის იმპლემენტაცია. შენარჩუნდება ყველა მიღწევა, რომელიც საგადსახადო და საბაჟო ვალდებულების ერთიან ადმინისტრირებას უკაშირდება. მათ შორის, ერთიან სახაზინო კოდს, რომელიც არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ ჩვენ ახალი ციფრული სერვისები შევთავაზოთ მომხმარებლებს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, ციფრული საბაჟოს იდეა არის სწორედ ის ერთ-ერთ მთავარი ამოცანა, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო ახორციელებს.