Clearstream Banking S.A.-მ საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების (IFIs) მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებთან ერთად დაიწყო ცალკეული ქართული კორპორაციული ობლიგაციისთვის ანგარიშსწორებისა და შენახვის მომსახურების გაწევა.
აღნიშნული შესაძლებელი გახდა Clearstream-ის კავშირით სს "საქართველოს ბანკთან”, როგორც მის საკორესპონდენტო და კასტოდიან ბანკთან.
საქართველოსთვის ახალი სერვისების შეთავაზებით, Clearstream კიდევ უფრო გაზრდის საერთაშორისო ინვესტორების წვდომას საქართველოს კაპიტალის ბაზარზე. ამ ეტაპზე იგი წარმოადგენს ერთადერთ საერთაშორისო ფასიანი ქაღალდების ცენტრალურ დეპოზიტარს (ICSD), რომელიც აღნიშნულ სერვისებს სთავაზობს თავის კლიენტებს.
დღეის მდგომარეობით, Clearstream-ის შესაბამისობის კრიტერიუმები დააკმაყოფილა და უცხოელი ინვესტორებისთვის ხელმისაწვდომი გახდა შემდეგი კორპორაციული ობლიგაციები:
ემიტენტი
|
ISIN
|
M2 უძრავი ქონება
|
GE2700603436
|
საქართველოს სალიზინგო კომპანია
|
GE2700603535
|
ნიკორა
|
GE2700603493
|
სილქნეტი
|
GE2700603527
|
საქართველოს სალიზინგო კომპანია
|
GE2700603659
|
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალი
|
GE2700603592
|
საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2018 წლის 1 იანვრიდან შესული ცვლილებების თანახმად, საშემოსავლო და მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება: არარეზიდენტი იურიდიული პირების, არარეზიდენტი ფიზიკური პირების და რეზიდენტი ფიზიკური პირების მიერ 2023 წლის 1 იანვრამდე საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საფონდო ბირჟის ლისტინგში დაშვებული ობლიგაციების მიწოდებიდან და პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი.
"საქართველოს კორპორაციული ობლიგაციების დაშვება Clearstream-ში მნიშვნელოვანი წინსვლაა ქართული კაპიტალის ბაზრისთვის და ხელს შეუწყობს იმას, რომ ადგილობრივი ფასიანი ქაღალდები უცხოელ ინვესტორთა უფრო ფართო წრისთვის გახდეს ხელმისაწვდომი. ასეთი მნიშვნელობის მქონე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მხრიდან მხარდაჭერის პირობებში, ჩვენ ველით ადგილობრივ ბაზარზე ქართული კომპანიების მიერ საჯარო განთავსების გზით გამოშვებული კორპორაციული ობლიგაციების რიცხვის კიდევ უფრო ზრდას”, განაცხადა საქართველოს საფონდო ბირჟის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ფარესიშვილმა.