საქართველოსა და ჩეხეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით, 2018 წლის 13 სექტემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე, ჩეხეთის რესპუბლიკის ინდუსტრიის და ვაჭრობის მინისტრი მარტა ნოვაკოვა და ჩეხეთის რესპუბლიკის სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტი ბორივოჟ მინარი გახსნიან;
ჩეხური მხრიდან წარმოდგენილი იქნება 21 კომპანია შემდეგი სექტორებიდან: ინფრასტრუქტურა, ლოგისტიკა, სამედიცინო ტურიზმი, მანქანათმშენებლობა. ღონისძიების ფარგლებში ქართულ ბიზნეს-სექტორთან საქმიანი კომუნიკაციის დასამყარებლად საქართველოში ჩამოვლენ ისეთი მსხვილი მწარმოებლები, როგორიცაა: ŠKODA TRANSPORTATION a.s, ŠKODA ELECTRIC a.s და სხვა. ქართული და ჩეხური კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ გამართონ მოლაპარაკებები პოტენციურ-ბიზნეს პარტნიორებთან.