აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ ქრისტინე ძიძიგური დაინიშნა. ის დეპარტამენტში საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირებისა და სერვისების განვითარების სამსახურებს გაუწევს კურირებას. მას 7 წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია გაყიდვების მენეჯმენტისა და საერთაშორისო რეკლამის მიმართულებით. 2016-2017 წლებში, ამერიკულ, დიზაინ ტურისტულ კომპანია „ნომად ჰილ“-ში ის იკავებდა გაყიდვების მენეჯერისა და მრჩეველის პოზიციას კომპანიის ტურისტული მიმართულებების განვითარების საკითხებში. ამავე კომპანიას ის წარმოადგენდა სამხრეთ კავკასიის რეგიონში. 2010-2014 წლებში ქრისტინე მუშაობდა პარიზში ფრანგული მაღალი მოდის სააგენტოებში და პოპულარიზაციას უწევდა ფრანგული მაღალი მოდის ბრენდებს მსოფლიო მასშტაბით. 2014 წლიდან დღემდე ის საქველმოქმედო ფონდ „ქართული ფონდი“-ს თანადამფუძნებელია.
განათლებით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის ახალი მოადგილე სოციოლოგია და ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხებს სოციოლოგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. 2011-2014 წლებში, მან განათლება მიიღო რობერტ სორბონის სახელობის ფრანგული ენისა და ცივილიზაციის სასწავლებელში. ფლობს სამ უცხო ენას - ინგლისურს, ფრანგულსა და რუსულს.