11 სექტემბერს, 12.00 საათზე თიბისი ბანკის სათაო ოფისში
გაიმართება პრესკონფერენცია ბიზნესდაჯილდოება 2018-ის
დაწყებასთან დაკავშირებით.
პრესკონფერენციას დაესწრებიან თიბისი ბანკის გენერალური
დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანი, EBRD-ის დირექტორი
კავკასიის რეგიონში ბრუნო ბალვანერა, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“
ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი და Impact Hub-ის დამფუძნებელი
ელენე ჟვანია.