აჭარაში ოფიციალური ვიზიტით იტალიის საწარმოთა გაერთიანება "Assoipmrese"-ის წარმომადგენლები იმყოფებიან.
დელეგაციის წევრებთან შეხვედრა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ გამართა.
ოფიციალური დეგელაციის წევრებთან შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თინა ზოიძე, სამინისტროს საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსი ვახო ჭეიშვილი და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის განყოფილების უფროსი ლაშა ფირცხალავა ესწრებოდნენ.
იტალიის საწარმოთა გაერთიანების წევრებს აჭარის საინვესტიციო პოტენციალის შესახებ სპეციალური პრეზენტაციის ნახვის საშუალება მიეცათ.
სტუმრებმა ქვეყანაში არსებულ საგადასახადო რეჟიმებზე, კანონმდებლობაზე და საპრივატიზაციო ობიექტებზე ინფორმაცია მიიღეს.
შეხვედრაზე საუბარი საქართველოში ბიზნესის დაწყების სიმარტივეს და ამ სფეროში არსებულ რეგულაციებს შეეხო.
იტალიის საწარმოთა ასოციაცია "Assoipmrese" დაახლოებით 600 000 მცირე და საშუალო საწარმოს აერთიანებს.
ორგანიზაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის პრიორიტეტული პროექტების შესწავლისა და განვითარების შესაძლებლობებით არის დაინტერესებული.