საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე პოლონეთის ქალაქ კრინიცაში, რიგით 28-ე საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
ფორუმს 60ზე მეტი ქვეყნიდან 4000ზე მეტი დელეგატი ესწრება და მასში აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების მთავრობების წარმომადგენლები და მაღალი დონის დელეგაციები მონაწილებენ.
ბიზნესომბუდსმენის სიტყვით გამოსვლა დაგეგმილია 4 სექტემბერს, პანელზე „ევროკავშირის წევრი ქვეყნების თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებთან ვაჭრობისა და ინვესტიციების მიმართულებით“.
პანელში ასევე, მონაწილეობენ უკრაინის, მოლდოვასა და პოლონეთის მთავრობებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები.
კრინიცაში საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი ყოველწლიურად იმართება და ევროპასა და მის პარტნიორ ქვეყნებს შორის მაღალი დონის დიალოგის პლატფორმას წარმოადგენს.
ფორუმი სამ დღიანია და ის 6 სექტემბერს დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მაისში საქართველომ პირველად უმასპინძლა კრინიცას საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს, სადაც ბიზნესომბუდსმენი სიტყვით გამოვიდა პანელზე: „ბიზნეს გარემო საქართველოში: უპირატესობები და ნაკლოვანებები“.