საქართველოს ბიზნესომბუდსმენი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის მიზნით პარლამენტს რეკომენდაციით მიმართავს. როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი აქტიურად იყო ჩართული „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონზე მუშაობის პროცესში. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია პროცესში ჩართულ ყველა მხარესთან და ჩვენთვის ცნობილია იმ საკითხების შესახებ, რომელიც აღნიშნულ საკნონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ბიზნესს აწუხებს.
"საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი იზიარებს კერძო სექტორის მიერ დასმული საკითხების მნიშვნელობას და მათი საკანონმდებლო დაზუსტების საჭიროებას და მიმართავს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს, კომიტეტის სხდომაზე, დაინტერესებული სუბიექტების ჩართულობით, განვიხილოთ შემედეგი საკითხები:
️„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული განმარტებების დიდი ნაწილი მოითხოვს დაზუსტებას და შესაბამისობაში მოყვანას ევროკავშირის „თამბაქოს ნაწარმის დირექტივასთან” მიმართებაში (2014/40/EU; TPD 2), რაც მნიშვნელოვან ბარიერს უქმნის კერძო სექტორის წარმომადგენლებს
კანონის მიღმა დარჩენილია ისეთი მნიშნელოვანი საკითხები - როგორიცაა სიგარების, სიგარელების და შესაბამისი აქსესუარების ერთეული ღერებით რეალიზაცია, შეფუთვა და განლაგება
️თამბაქოს ნაწარმის სავაჭრო ობიექტებში განთავსება და პროდუქციის ობიექტის ხილვადობის პრობლემები", აცხადებენ საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში.