აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2,6 მლნ ბარელით შემცირდა და შეადგინა 405,8 მლნ ბარელი.
ბენზინის მარაგები შემცირდა 1,554 მლნ ბარელით და შეადგინა 232,774 მლნ ბარელი.
დისტილატების მარაგები შემცირდა 837 ათასი ბარელით და შეადგინა 130,001 მლნ ბარელი.
აშშ-ის ნავთობის იმპორტი გასული კვირის მაჩვენებელთან შედარებით შემცირდა33 ათასი ბარელით დღე-ღამეში და შეადგინა დაახლოებით 7,5 მლნ ბარელი/დღე-ღამეშე.