ირანი აშშ-ის სანქციების შემოღების ვადის მოახლოებასთან ერთად მსოფლიო ბაზარზე ნავთობის მიწოდებას უფრო სწრაფი ტემპებით ამცირებს, ვიდრე ელოდებოდნენ. ამის შესახებ წერს The Wall Street Journal.
სექტემბერის თვეში ნავთობის ექსპორტი შესაძლოა მესამეფდით შემცირდეს ივნისის თვის მაჩვენებელთან შედარებით, განუცხადა გაზეთს მისმა წყარომ.
ირანის სახელმწიფო კომპანია National Iranian Oil Co.-ის ოფიციალურ პირთა წინასწარი შეფასებით, სექტემბერში ნავთობის მიწოდება შემცირდება დაახლოებით 1,5 მლნ ბარელამდე/დღე-ღამეში ივნისის თვის 2,3 მლნ ბარელის მაჩვენებელთან შედარებით.
ძირითადად მიწოდების შემცირება დაკავშირებულია სატრანსპორტო კომპანიების უართან ირანული ნავთობის მიწოდებასთან დაკავშირებით.
აშშ ცდილობს მინიმუმამდე დაიყვანოს ირანული ნავთობის ვაჭრობა 4 ნოემბრისთვის, როდესაც მთლიანი მოცულობით ამოქმედდება სანქციები. ნებისმიერ ფირმა, რომელიც ბიზნესს აწარმოებს ირანთან, შესაძლებელია შეეჩეხოს საჯარიმო ზომებს აშშ-ის მხრიდან.