სადაზღვევო ინდუსტრია მთავრობას მარტივ მექანიზმს სთავაზობს, რაც მოსახლეობას წამლებზე დანახარჯის ტვირთს რადიკალურად შეუმსუბუქებს.
30 აგვისტოს, 11:00 საათზე, საქართველოს სადაზღვევო ინდუსტრია პრესკონფერენციას გამართავს. კერძო სადაზღვევო სექტორი მედიკამენტების ხელმისაწვდომობის შესახებ საქართველოს მთავრობის ინიციატივას ახალი შემოთავაზებით ეხმიანება. მიმართვას მთავრობისთვის ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე პრესკონფერენციაზე გააჟღერებს.