რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა 2019 წლის 1 იანვრიდან დიზელის საწვავსა და ბენზინზე აქციზის გადასახადის გაზრდა 2,7 ათასი რუბლით და 3,7 ათასი რუბლით/ტონაზე შესაბამისად. ამის შესახებ განაცხადა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი კოზაკმა.
"აქციზი აღდგება იმ დონემდე, რომელიც იგეგმებოდა 2018 წლის 1 ივლისისთვის. შედეგად, ისინი გაიზრდება 8,258 ათას რუბლამდე და 11,892 ათას რუბლამდე/ტონაზე შესაბამისად", - აღნიშნა მან.
მიმდინარე წლის მაისის თვეში საწვავზე საბითუმო და საცალო ფასების მკვეთრი ზრდის ფონზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება 1 ივნისიდან ბენზინსა და დიზელის საწვავზე აქციზის 3 ათასით და 2 ათასი რუბლით/ტონაზე შემცირებასთან დაკავშირებით. ასევე, გადაწყდა, არ მომხდარიყო აქციზის გადასახადის გაზრდა 1 ივლისიდან, როგორც იყო დაგეგმილი. შედეგად საწვავის ბაზარზე მოხდა სიტუაციის სტაბილიზირება.
"აქციზის გადასახადის გაზრდის მიუხედავად, ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ფასის ზრდა არ მოხდება", ამტკიცებს ვიცე-პრემიერი. "ყოველ შემთხვევაში, გამოყენებულ იქნება ყველა ინსტრუმენტი, რომელიც გააჩნია ხელისუფლებას, რათა ეს არ მოხდეს".