ნავთობისა და გაზის ფრანგულმა კომპანია "Total"-მა შეაჩერე საქმიანობა ირანში. ამის შესახებ განაცხადა ირანის ნავთობის მინისტრმა ნამდარ ზანგანემ.
"Total ოფიციალურად გამოვიდა პროექტიდან "სამხრეთ პარსი. ფაზა 11", - აღნიშნა მან და აქვე დასძინა, რომ კომპანიამ შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განცხადება 2 თვის წინ გააკეთა.
Total კონსორციუმის წამყვანი მონაწილეა მსოფლიოში უმსხვილესი გაზის საბადოს ათვისებაში, მისი წილი პროექტში "სამხრეთ პარსა" შეადგენდა 50,1%-ს. 30% ეკუთვნის ჩინურ CNPC-ს. 19,9% - ირანულ Petropars-ს. საბადოს მარაგები შეფასებულია 13,8 ტრლნ კუბ მეტრი გაზის ოდენობით.
Total-მა განაცხადა ადრე ირანული პროექტის დატოვების განზრახვის შესახებ სანქციებთან დაკავშირებით, რომლებიც აშშ-მა შემოიღეს კვლავ ირანის წინააღმდეგ. კომპანია ვეღარ შეძლებს "სამხრეთ პარსა. ფაზა 11"-ში მონაწილეობას და იძულებულია შეწყვიტოს ყველა ოპერაცია 4 ნოემბრამდე.
თავის მხრივ ირანის ხელისუფლებამ მისცა Total-ს 60 დღე იმისთვის, რომ მოძებნოს აშშ-ის სანქციის გვერდის ავლის მეთოდი. კონტრაქტის თანახმად, თუ Total პროექტიდან გავა, მის წილს გამოისყიდის CNPC.