24 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5720 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5862 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.42 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9791 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9933 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.42 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4247 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.3073 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 25 აგვისტოდან შევა ძალაში.