23-24 აგვისტოს საქართველოში გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეწვევა ბიზნეს დელეგაცია, საქართველოში არსებული ეკონომიკური გარემოსა და ადგილობრივი ბიზნესკლიმატის შესასწავლად.
24 აგვისტოსს გაიმართება მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა ქართული და გერმანული ბიზნესის წარმომადგენლების მონაწილეობით. შეხვედრას გახსნის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი მისასალმებელი სიტყვით და დელეგაციის ხელმძღვანელი თომას ბარაისი. ამასთანავე, სააგენტოს „აწარმოე საქართველოშის“ დირექტორი, ბატონი მიხეილ ხიდურელი გერმანული კომპანიების წარმომადგენლებს პრეზენტაციას წარუდგენს, საქართველოში არსებული ბიზნესგარემოსა და ბიზნესის წარმოების შესაძლელობების შესახებ.
ღონისძიებას დაესწრება 20-მდე ქართული და გერმანული ბიზნესის წარმომადგენელი.