2018 წლის იანვარ-ივლისში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელებული ექსპორტის მოცულობა, 417.7 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 20.2 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 22.3 პროცენტს შეადგენს. იმპორტმა 1 536.1 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (27.2 პროცენტით მეტი) და მთლიანი იმპორტის 29.7 პროცენტი შეადგინა. სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1 953.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 25.6 პროცენტით აღემატება. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2018 წლის იანვარ-ივლისში მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში მისი წილი 33.8 პროცენტით განისაზღვრა.