2018 წლის II კვარტალში საქართველოში 18 ელევატორი ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც ქვემო ქართლის (50,0 პროცენტი) რეგიონში იყო განთავსებული. ელევატორების 16,7 პროცენტი ფუნქციონირებს ქ. თბილისში, 16,7 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 11,1 პროცენტი შიდა ქართლის რეგიონში, ხოლო დანარჩენი 5,5 პროცენტი გურიის რეგიონშია წარმოდგენილი:
2018 წლის II კვარტლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 9 მომხმარებელს, მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია - 74 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 1064 კაცით განისაზღვრა.
2018 წლის II კვარტლის განმავლობაში ელევატორებში შენახული (განთავსებული) იყო 130,4 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 76,7 პროცენტს წარმოადგენდა ხორბალი, ხოლო დანარჩენ პროდუქციას (სიმინდი, ქერი, ქატო, ალაო და ა.შ) უმნიშვნელო წილი ჰქონდა.
2018 წლის II კვარტლის განმავლობაში ელევატორების მიერ გაყიდულია 62,1 მლნ. ლარის ღირებულების 83,0 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 69,0 პროცენტი იყო ადგილობრივი (საკუთარი) წარმოების.
ადგილობრივი (საკუთარი წარმოების) წარმოშობის პროდუქციაში, როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით, ჭარბობდა ხორბლის ფქვილი, რომელზეც მოდიოდა ელევატორების მიერ გაყიდული ადგილობრივი პროდუქციის დაახლოებით 84,4 პროცენტი. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ელევატორების საცავების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად საცავების ჯამური ტევადობიდან) აპრილში შეადგენდა 37,9 პროცენტს, მაისში - 31,2 პროცენტს, ხოლო ივნისში - 29,6 პროცენტს.