2018 წლის II კვარტალში საქართველოში 29 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც ქ. თბილისში (31,0 პროცენტი) და სამეგრელოზემო სვანეთის რეგიონშია (24,1 პროცენტი) განთავესბული. მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებულია შიდა ქართლის (13,8 პროცენტი), ქვემო ქართლის (13,8 პროცენტი), იმერეთის (10,3 პროცენტი), კახეთის (3,5 პროცენტი) და სამცხე-ჯავახეთის (3,5 პროცენტი) რეგიონში.
2018 წლის II კვარტლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 332 მომხმარებელს, მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია - 98 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 774 კაცით განისაზღვრა.
2018 წლის II კვარტლის განმავლობაში მაცივრებში შენახული (განთავსებული) იყო 55,0 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 63,8 პროცენტი ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 15,4 პროცენტი პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით), 10,2 პროცენტი - თევზეული, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა.
სამაცივრე მეურნეობების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით 2018 წლის II კვარტლის განმავლობაში შესყიდულია 1,8 ათასი ტონა პროდუქცია. რაც შეეხება მომსახურების საფასურს - 3,9 მლნ. ლარი შეადგინა.
2018 წლის II კვარტლის განმავლობაში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 21,5 მლნ. ლარის ღირებულების (5,0 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც ღირებულებით გამოსახულებაში შედარებით დიდი ნაწილი (57,1 პროცენტი) იყო ადგილობრივი (საკუთარი) წარმოების. ამასთან, სამაცივრეების მიერ გაყიდული ადგილობრივი (საკუთარი) პროდუქციის 87,1 პროცენტი მოდიოდა ქათმის ხორცზე. იმპორტირებული პროდუქციის მნიშვნელოვან მოცულობას პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (43,8 პროცენტი), თევზეული (28,6 პროცენტი) და ქათმის ხორცი (22,4 პროცენტი) წარმოადგენდა.
სამაცივრეების მიერ გაყიდული პროდუქციიდან უცხოურ ბაზარზე ქათმის ხორცი და
თევზეული იქნა რეალიზებული.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) აპრილში შეადგენდა 69,7 პროცენტს, მაისში - 63,8 პროცენტს, ხოლო ივნისში 60,1 პროცენტს.