მიმდინარე წლის ივლისში აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვებამ შეადგინა 773 ათასი ბარელი/დღე-ღამეში, ნათქვამია ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათ შორის, 728 ათასი ბარელი მოვიდა ნედლ ნავთობზე, ხოლო 45 ათასი ბარელი - კონდენსატზე.
ექსპორტმა შეადგინა 591 ათასი ბარელი ნედლი ნავთობი და 45 ათასი ბარელი კონდენსატი/დღე-ღამეში.
2016 წლის დეკემბრის "ოპეკი +"-ის შეთანხმების თანახმად, აზერბაიჯანისათვის დადგენილი ნავთობის მოპოვების ზღვარი შეადგენს 834 ათას ბარელს.
სამინისტროში აზუსტებენ, რომ 2018 წლის იანვრის თვეში აზერბაიჯანში მოიპოვებოდა 814,6 ათასი ბარელი, თებერვალში - 806 ათასი ბარელი, მარტში - 794 ათასი ბარელი, აპრილში - 785,7 ათასი ბარელი, მაისში - 801 ათასი ბარელი, ივნისში - 792 ათასი ბარელი.
"ოპეკი +"-ის შეთანხმების ხელმოწერამდე აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვება შეადგენდა 829 ათას ბარელს/დღე-ღამეში.