13 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.5694 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.5339 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -3.55 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.9242 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9061 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.81 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.3726 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.2752 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 14 აგვისტოდან შევა ძალაში.