9-10 აგვისტოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩიქოვანი ლიეტუვას რესპუბლიკაში იმყოფებოდა. აღნიშნული ვიზიტი პროექტის “EnerVision Georgia”-ს ფარგლებში გაიმართა. აღნიშნული პროექტი ლიეტუვას მთავრობის მიერაა დაფინანსებული.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ შეხვედრები გამართა ლიეტუვას ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს ვიდმანტას მასევიჩიუსთან, ასევე ენერგოეფექტურობის სააგენტოს დირექტორთან და მზის ასოციაციის პრეზიდენტთან.
შეხვედრებზე საუბარი შეეხო ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების ათვისების შესაძლებლობებს, ლიეტუვას მხარის გამოცდილების გაზიარებას როგორც საკანონმდებლო ჩარჩოს ჩამოყალიბების, ასევე პრაქტიკული პროექტების განხორციელების თვალსაზრისით, განსაკუთრებით კი საჯარო შენობებში ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების გამოყენების თაობაზე.
პროექტის ფარგლებში გიორგი ჩიქოვანმა მოინახულა ქვეყანაში წარმატებულად განხორციელებული პროექტები ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების გამოყენების მიმართულებით.