აჭარაში, გონიოში მაშველებმა ლერი შაინიძემ და ნიკა აბდულიშმა უკრაინის მოქალაქე, 20 წლის გოგონა გადაარჩინეს.
მიუხედავად გაფრთხილებისა, ახალგაზრდა ქალი ზღვაში საბანაოდ მაინც შევიდა. ის ზღვის სანაპიროდან 15 მეტრის მოშორებით იმყოფებოდა და ზღვიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა. ამჟამად მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს აფრთხილებს:
"დღეს, 9 აგვისტოს, ზღვაზე მოსალოდნელია 4-5-ბალიანი შტორმი, რის გამოც ბანაობა აკრძალულია. დღის განმავლობაში ტალღების სიმაღლემ შესაძლოა 1,5 მეტრიდან 3 მეტრამდე მიაღწიოს. ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს!
გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები!", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.