ანაკალიაში ფესტივალ Echowaves ფარგლებში სამხრეთ აფრიკული ელექტრონული რეივ-რეპ და ჰიპ-ჰოპ დუეტი Die Antwoord იქნება წარმოდგენილი. დუეტი გამორჩეულია თამამი პერფორმანსებით და ექსტრაორდინალური სასცენო იმიჯით.
პროექტი 2008 წელს კეიპტაუნში ორმა ახალგაზრდამ -Ninja-მ (Wtkin Tudor Jones ) დაJolandiVisser-მა ჩამოაყალიბა. მათი შემოქმედება ალტერნატიულ ჰიპჰოპს, რეივ-რეპს და ელექტრონულ მუსიკას აერთიანებს. Die Antwoord-ის სიმღერების ტექსტები ინგლისური და აფრიკული ენის ნაზავია.
დუეტმა განსაკუთრებული პოპულარობა 2010 წელს მოიპოვა, როდესაც მათი ვიდეო „Enter the Ninja“ წლის ერთ-ერთი ჰიტი გახდა და ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა.
მომდევნო წლებში დიდი წარმატება ხვდა წილად მათსიმღერებს : Ugly Boy, Baby's On Fire დაPitBullTerrier.
აფრიკული დუეტი მსმენელის წინაშე 26 აგვისტოს წასრდგება.
ECHOWAVES ანაკლიაში პროექტ "Check in Georgia" -ს ფარგლებში 23-26 აგვისტოს გაიმართება, რომელიც EXIT-ის ქოლგისშქვეშ იმართება. “EXIT”-ის ფესტივალი „ევროპის საუკეთესო მთავარ ფესტივალად“ დასახელდა.