საქართველოში მობილური აბონენტების 31%-ი უპირატესობას Samsung-ის ტელეფონებს ანიჭებს. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, 2017 წლის მაჩვენებლების მიხედვით, საქართველოში მობილური აბონენტების ყველაზე მეტი მომხმარებელი სამხრეთ კორეული ბრენდის ტელეფონებს ჰყავს, სულ საუბარია 1.6 მლნ აბონენტზე.
მომხმარებელთა 19%-ი კი უპირატესობას ფინური Nokia-ს ტელეფონებს ანიჭებს.
2017 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოში მობილური აბონენტების მხოლოდ 11%-ი ფლობს ამერიკული კომპანია Apple-ს ტელეფონებს.
მომხმარებელთა 9%-ი კი ჩინური კომპანია Huawei-ს მომხმარებელია.