ქუთაისის საქალაქო სასამართლომ კომპანია "საქნახშირის" თანამშრომლებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას დაკავდებულების ადვოკატები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
დაკავებულებს გამოძიება შახტში უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ედავება.
ცნობისთვის, „საქნახშირის“ დაკავებულ თანამშრომლებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.