8 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4647 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.4604 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში - 0.43 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8583 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8526 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.57 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4650 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 3.1721 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 9 აგვისტოდან შევა ძალაში.