გორის მუნიციპალიტეტში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდა მამაკაცებს შორის შელაპარაკება მოხდა, რა დროსაც, ერთ-ერთმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა.
დაზიანებით 25-წლამდე ასაკის მამაკაცი სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ გადაიყვანეს. მას რამდენიმე ორგანო აქვს დაზიანებული.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" შსს-ში განუცხადეს, სამართალდამცავებმა ბრალდებული, 1984 წელს დაბადებული გ.ჯ. ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/108 მუხლით მიმდინარეობს, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეტას ითვალისწინებს.