ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აგანაში 8 თვის ჩვილი გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას „ინფორუსთავი“ ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ჩვილს მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა, რის გამოც ოჯახმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი გამოიძახა. ბავშვი რაიონულ სამედიცინო ცენტრში მიყვანამდე გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.