5 აგვისტოს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფი“ და ,,წითელი ხიდი“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ჯამში, 1940 ღერი, არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. საქართველოს მოქალაქეებს ა.ტ-სა და ჯ.მ-ს, არადეკლარირებული სიგარეტი, ეჭვის საფუძველზე, ფიზიკური და კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერებისას აღმოაჩნდათ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ა.ტ-ს, სანქციის სახით, ჩამოერთვა საქონელი და ფულადი ჯარიმა, ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა. ხოლო, კანონდამრღვევ მოქალაქეს ჯ.მ-ს, ჩამოერთვა საქონელი, სატრანპორტო საშუალება და ფულადი ჯარიმა, ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა.