12 აგვისტოს ფოთში პირველი „კეფალის ფესტივალი“ ჩატარდება. პროექტის მიზანია, ფოთი გადაიქცეს ახალ მიმართულებად საქართველოს ტურისტულ რუკაზე, და ამავდროულად, ფოთელებს აქტიური დასვენების შესაძლებლობა მიეცეთ.
ფესტივალი მრავალ ღონისძიებას აერთიანებს: შეჯიბრი სპორტულ თევზჭერაში, საქართველოს ღია პირველობა წყლის თხილამურებში, ფოტოკონკურსი «ფოთი 11/ 11», ადგილობრივი კრაფტის გამოფენა-გაყიდვა, გასართობი აქტივობები ბავშვებისთვის, ბიზნეს-ღონისძიებები, მუსიკალური პროგრამა, ფლეშმობი, საქართველოს ბაზიერთა კლუბის გამოსვლა, ლაზერული შოუ და ა.შ.
ფესტივალი ერთდროულად ჩატარდება ფოთის ცენტრალურ პარკში (ქვესტი), ოქროს ტბაზე და მალთაყვას სანაპიროზე.
კეფალის ფესტივალის მთავარი ღონისძიება გახდება საქართველოში ერთადერთი საქალაქო მასშტაბის საერთაშორისო ქვესტი (თამაში) სახელწოდებით არგო ქვესტი / ARGO QUEST. ქვესტში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს. თამაში საინტერესოა როგორც ტურისტებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ამ სახის ქვესტი უკვე ტრადიციული გახდა, რადგან პირველად ფოთში ჩატარდა 2017 წელს და მას დიდი გამოხმაურება ჰქონდა. კერძოდ, პროექტი ნომინირებული იყო 2017 Tourism National Award-ზე ნომინაციაში Best Event.
კეფალის ფესტივალი / KEFAL FEST არის კერძო ინიციატივა. პროექტის ორგანიზატორები არიან ტურისტული კომპანია „ლინატა“ და ივენთ კომპანია „ბრავო“.
პროექტის მხარდამჯერები არიან ქალაქ ფოთის მერია, საქართველოს წყალსათხილამურო და ვეიკბორდის ეროვნული სპორტული ფედერაცია, კოლხეთის ეროვნული პარკი, „ირიდა ჯგუფი“, გალერეა 34, ფოთის მეთევზეთა კლუბი „ფაზისი“, საქართველოს ბაზიერთა კლუბი, Sounds of Georgia/საქართველოს ჰანგები, „ჭადიდა“, ტელეკომპანია „მეცხრე არხი“ და რადიო „ჰარმონია“
კეფალის ფესტივალი / KEFAL FEST
არგო ქვესტი / ARGO QUEST
ლოკაცია – ფოთის ცენტრალური პარკი / დრო – 11:00 – 14:00
სრული ინფორმაცია ბმულზე: https://www.facebook.com/events/264314571000214/
გამარჯვებულების დაჯილდოვება გაიმართება 19:00 საათზე ოქროს ტბაზე
ფოტოკონკურსი «ფოთი 11/ 11»
სრული ინფორმაცია ბმულზე: https://www.facebook.com/events/417579638740292/
გამარჯვებულების დაჯილდოვება გაიმართება 19:00 საათზე ოქროს ტბაზე
შეჯიბრი სპორტულ თევზჭერაში ტივტივით
ლოკაცია - ოქროს ტბა / დრო – 06:00 საათიდან
გამარჯვებულების დაჯილდოვება გაიმართება 19:00 საათზე ოქროს ტბაზე
საქართველოს ღია პირველობა წყლის თხილამურებში
ლოკაცია – ოქროს ტბა / დრო – 14:00 საათიდან
ტარდება საქართველოს წყალსათხილამურო და ვეიკბორდის ეროვნულ სპორტულ ფედერაციასთან ერთობლივად
გამარჯვებულების დაჯილდოვება გაიმართება 19:00 საათზე ოქროს ტბაზე
კრაფტი
ლოკაცია – ოქროს ტბა / დრო – 11:00 საათიდან
ადგილობრივი ოსტატების ხელნაკეთების გამოფენა-გაყიდვა /
მასტერ-კლასები და ინტერაქტივი
გასართობი აქტივობები ბავშვებისთვის
ლოკაცია - ოქროს ტბა / დრო - 11:00 სათიდან
მხიარული სტარტები / შემეცნებითი ექსკურსია კოლხეთის ეროვნულ პარკში / ინტერაქტიული ექსკურსია ფოთში ერთადერთ ეკო აგროფერმაზე / შეჯიბრი არგო ქვესტის ფაზლის შედგენაზე
ბიზნეს-ღონისძიებები
ლოკაცია – ოქროს ტბა / დრო - 15:00 საათიდან
ბიზნეს-დისკუსია რეგიონის განვითარების თემაზე „ბათუმიდან ფოთამდე“ / ცნობილი სპიკერების საჯარო გამოსვლები / ბიზნეს-ვიქტორინა
ფლეშმობი
ლოკაცია - მალაყვის სანაპირო / დრო - 20:00 საათი
ფესტივალის ცოცხალი ლოგო
გასართობი აქტივობები
ლოკაცია - ოქროს ტბა / დრო - 11:00 საათიდან
ფოთის და თბილისის არტ სტუდიების ერთობლივი პლენერი / დასასვენებელი ზონა ჰამაკებით / საქართველოს ბაზიერთა კლუბის გამოსვლა / მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა / ფერების ფესტივალი / ლაზერული შოუ
#არამხოლოდთევზი / კვების ობიექტები
რესტორანი „ოქროს ტბა“ / კაფე-ბუნგალო / ახალი ქართული ბრენდი ჭადიდა /
კეფალი მაყალზე / მეგრული ელარჯი