3 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4484 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.4469 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში - 0.15 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8340 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8431 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.91 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4816 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.1822 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 4 აგვისტოდან შევა ძალაში.