მირზა სუბელიანია მეუღლის არდაკითხვის შესახებ ინფორმაცია გახარიასაც ჰქონდა და შოთაძესაც და გასცა თუ არა ირაკლი შოთაძემ მირზა სუბელიანის დაკითხვის დავალება, ამ კითხვაზე ის პირდაპირ პასუხს არ სცემს.
ამ წუთებში ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი პარლამენტის საგამოძიებო კომისია შს მინისტრს და ყოფილ მთავარ პროკურორს უსმენს.
ირაკლი შოთაძეს კომისიის წევრმა „ევროპული საქართველოდან“, ოთარ კახიძემ, ჰკითხა, მოსთხოვა თუ არა მან საქმის პროკურორებს, რომ მათ დაეკითხათ მირზა სუბელიანი. თუმცა, მან ამ კითხვაზე პირდაპირ პასუხის თავი აარიდა და მხოლოდ ის განაცხადა, რომ მან მოითხოვა „ყველა საჭირო საგამოძიებო თუ საპროცედურო ქმედებების ჩატარება“.
ამის შემდეგ მას კახიძემ რამდენჯერმე ჰკითხა, კონკრეტულად სუბელიანის დაკითხვის დავალება თუ იყო გაცემული.
„შეგიძლიათ, თქვათ, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ გინდათ, მაგრამ რასაც ამბობთ, აქედან ვერ გავიგე, მიეცით თუ არა სუბელიანია დაკითხვის დავალება,“ - მიმართა კახიძემ, რაზეც შოთაძემ განაცხადა, რომ „რაც შეეხება დეტალებს, არიან გამოცდილი პროკურორები და ძალიან კარგად იციან, როგორ უნდა განახორციელონ საპროცედურო ქმედებები“.