ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისსამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტებისგაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის ივლისისთვის მონაცემებით, ქუთაისის დავით აღმაშენებლისსახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 52 %-ით გაიზარდა. ივლისის თვეში ქუთაისისაეროპორტი მგზავრთა რეკორდულ რაოდენობას - 75,372 მგზავრს მოემსახურა (2017 წლის ივლისი 49,629 მგზავრი).
რაც შეეხება ზრდას რეისების რაოდენობისმიხედვით, ზრდა ამ კუთხითაც ფიქსირდება. 2018 წლის ივლისში ქუთაისის საერთაშორისოაეროპორტში 252 რეისი შესრულდა, რაც წინა წლისანალოგიურ პერიოდზე 34 %-ით მეტია (2017 წლის ივლისი 188 რეისი).
2018 წლის 7 თვის მონაცემებით, ჯამში ქუთაისისსაერთაშორისო აეროპორტი 310,115 მგზავრსმოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურპერიოდთან შედარებით 33 %-ით მეტია. (2017 წლის 7 თვე - 233,261 მგზავრი).
“საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის ქეთევან ალექსიძის განცხადებით, მგზავრთნაკადის ზრდის კუთხით მოლოდინი მომავალ თვეებშიც პოზიტიური.