საბურთალოზე, შარტავას ქუჩაზე სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია ქურდობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით.
აღნიშნული დანაშაული 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფაქტთან დაკავშირებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.