პარლამენტში ხვალ, 11:00 საათზე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას, იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს და ყოფილ მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს გამოკითხავენ.
აღნიშნული პირები პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კითხვებს უპასუხებენ.
ცნობისთვის, პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარ დაპირისპირებას ორი არასრულწლოვნის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დადუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ არასრულწლოვანი გ.ბ. ცნო, ხოლო დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობისთვის არასრულწლოვანი გ.ჯ.
აღნიშნულ საქმეზე დანაშაულის დაფარვასა და შეუტყობინებლობაზე ექვსი პირი, მათ შორის მირზა სუბელიანი დააკავეს. ერთი პირი - მერაბ მორჩაძე კი, სსკ-ის 372-ე მუხლით დააკავეს, რაც მოწმეზე - მიხეილ კალანდიაზე ზემოქმედებას გულისხმობს. მოგვიანებით, დააკავეს არასრულწლოვანი დ.ღ., რომელსაც ბრალი ცრუ ჩვენებისთვის აქვს წაყენებული.