2 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4469 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4482 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.13 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8431 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8607 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.76 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4828 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.1998 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 3 აგვისტოდან შევა ძალაში.