ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე ჩვენებას სამედიცინო ექსპერტი გიორგი მაღრაძე აძლევს. მან მოკლული ნაცვლიშვილის ცხედარს ჩაუტარა ექსპერტიზა. როგორც ექსპერტი თავის ჩვენებაში განმარტავს, ანა ნაცვლიშვილის ცხედარს სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები აღენიშნებოდა, მას ორივე საძილე არტერია ჰქონდა დაზიანებული, შესაბამისად, შინაგანი და გარეგანი სისხლდენა ჰქონდა. ექსპერტ მაღრაძის განმარტებითვე, მოკლული გოგონას სხეულზე 33-მდე ნაკვეთ-ნაჭრელი ჭრილობა იყო.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე მისი შეყვარებული, ლადო გრიგალაშვილი დააკავეს, ის ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებით სარგებლობს.