ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულთა სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე დავით სარალიძის მკვლელიბის მცდელობისთვის მსჯავრდებულ გ.ჯ.-ს მშობლები გამოიკითხებიან. მსჯავრდებულის მშობლები სასამართლოს ჩვენებას ბრალდების მხარის მოწმის სტატუსით მისცემენ. სხდომაზე ასევე დაგეგმილია ერთ-ერთი მოწმის გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების გამოქვეყნებაც, რადან აღნიშნული მოწმე საქართველოში არ იმყოფება. ჟურნალისტებთან საქმის პროკურორი, გიირგი ქობულაძე განმარტავს, რომ მოწმეები იმ ფაქტობრივ გარემოებებზე ისაუბრებენ, რაც მათ საქმის გარშემო იციან. თავის მხრივ დაცვის მხარე მოწმეებს იმ საკითხებზე დაუსვამენ კითხვებს, თუ რამდენად აქვთ ინფორმაცია იმ ავტომანქაში მყოფი პირების და მათი საუბრების დეტალების შესახებ, რომლითაც მსჯავრდებული გ.ჯ. და ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი პირი მიხეილ კალანდია, 2017 წლის 1 დეკემბერს ქალაქიდან გაიყვანეს.